Thumbnail

ნახეთ: 73 წლის Cher ჰიტს Strong Enough ასრულებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა მუსიკოსმა, შერიმ მსოფლიო ტურნეს Here We Go Again ფარგლებში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, Wiener Stadthalle-ის არენაზე კონცერტი გამართა. ჰიტის Strong Enough შესრულებისას, 73 წლის არტისტი სცენაზე, მოცეკვავეებთან ერთად, ლურჯი კოსტიუმით გამოჩნდა. 

► მოუსმინეთ: Cher-მა ABBA-ს სიმღერა One of Us დააქავერა

► ნახეთ: Cher-მა სიმღერაზე SOS ვიდეოკლიპი გადაიღო

ეს პირველი მსოფლიო ტურნეა, რომელსაც არტისტი 2005 წლის შემდეგ ატარებს. 

შერილინ სარქისიანმა, სასცენო სახელით Cher, შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. მომღერალი გრემის, ემის, ოქროს გლობუსის, ოსკარისა და კანის კინოფესტივალის ჯილდოების მფლობელია. 100 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Believe და Strong Enough მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული