Thumbnail

ნახეთ: Sepultura-მ ახალი კომპოზიცია Isolation შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრაზილიურმა ჰევი მეტალ ჯგუფმა Sepultura რიო დე ჟანეიროში გამართულ როკ ფესტივალზე Rock in Rio ახალი კომპოზიცია Isolation შეასრულა. სინგლი კოლექტივის რიგით მეთხუთმეტე ალბომში Quadra იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2020 წლის დასაწყისში ჩაეშვება.

Sepultura ქალაქ ბელუ ორიზონტიში 1984 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Morbid Visions გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 14 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. ბენდს აშშ-ში 3 მილიონზე, მსოფლიო მასშტაბით კი 20 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მუსიკოსების შემოქმედება ჰევი მეტალს, თრეშ მეტალსა და გრუვ მეტალს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული