Thumbnail

T.I.: ნიკი მინაჟი ტოპ 50 რეპერს შორის ყოფნას არ იმსახურებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თრეფის ერთ-ერთმა პიონერმა, კლიფორდ ჰარის უმცროსმა, ფსევდონიმით T.I., თავის გადაცემაში ExpediTIously ყველა დროის 50 საუკეთესო რეპერი ჩამოთვალა. ვეტერანმა მუსიკოსმა სიის ლიდერად ეპოქალური არტისტი, თუფაქ შაკური დაასახელა. მეორე და მესამე პოზიციები კი გავლენიანმა ნიუ იორკელმა ემსიებმა, ჯეი ზიმ და ნოტორიუს ბიაიჯიმ დაიკავეს.

► რეპერმა T.I.-მ მისი საყვარელი ჰიპ ჰოპ არტისტები დაასახელა 

► "რა უფლებით მაძლევ შენიშვნას" - ტრეკში Expeditiously კოდაკ ბლექი T.I.-ის მიმართავს 

► ნახეთ: T.I. მოკლემეტრაჟიან ფილმს You (Be There) ავრცელებს 

სიის შედგენისას თიაიმ განაცხადა, რომ მის 50 ფავორიტ რეპერს შორის ნიკი მინაჟის ადგილი არაა.

"არჩევანი ლილ კიმსა და ნიკი მინაჟს შორის უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, რომ არა ლილ კიმი, ნიკი ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა, რადგან მის შემოქმედებაში კიმის გავლენა იგრძნობა. ნიკი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი რეპერია და მე ამას ვაფასებ", - განაცხადა კლიფორდმა.

აღსანიშნავია, რომ სიის საბოლოო ვერსიაში არც ლილ კიმისთვის მოიძებნა ადგილი.

თიაიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მიწურულს დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2003 წელს გავრცელებული პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Trap Muzik გახდა. 2000-10 წლებში კლიფორდი კოლეგებთან, გუჩი მეინთან და იანგ ჯიზისთან ერთად ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდა. ამჟამად თიაი ლეიბლის Grand Hustle Records მფლობელია, რომელშიც 10-ზე მეტი არტისტი წევრიანდება.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული