Thumbnail

ნახეთ: ფოტოები Rihanna-ს პირველი ვიზუალურ-ავტობიოგრაფიული წიგნიდან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ბარბადოსელი მომღერალი, რიანა ოქტომბერში პირველ ვიზუალურ ავტობიოგრაფიულ წიგნს Rihanna გამოუშვებს. 504-გვერდიანი ნამუშევარი არტისტის ათას, მათ შორის აქამდე უცნობ ფოტოსურათებს აერთიანებს, რომლებიც მუსიკოსის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობენ.

► ბილი აილიში: Rihanna-ს შევხვდებოდი, მაგრამ არ მინდა, შევაწუხო

► ნახეთ: Rihanna ჟურნალ Vogue-ის ფოტოსესიაში

"ბარბადოსში ცხოვრებიდან მსოფლიო ტურნეებამდე, მოდიდან ახლო მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობამდე - წიგნი წარმოგვიდგენს მუსიკოსის, შემსრულებლის, დიზაინერისა და ანტრეპრენერის ყველაზე ინტიმურ ფოტოებს", - ნათქვამია წიგნის აღწერაში.

"5 წელი დავუთმეთ ამ პროექტის განხორციელებას. მიხარია, რომ, როგორც იქნა, შემიძლია, გაგიზიაროთ ამ საოცარი მოგონებების კრებული. მადლობა ყველა ფოტოგრაფსა და არტისტს, რომელთაც წვლილი შეიტანეს წიგნის შექმნაში. ასევე, მადლობას ვუხდი გამომცემლობას Phaidon", - დაწერა რიანამ ინსტაგრამზე წიგნის სარეკლამო ვიდეორგოლის გაზიარებისას.

ფოტოწიგნის შეკვეთა ვებგვერდზე therihannabook.com არის შესაძლებელი. ცნობილია, რომ გავრცელდება ნამუშევრის სამი სპეციალური გამოცემა: Rihanna: Fenty x Phaidon Edition, Rihanna: Luxury Supreme და Rihanna: Ultra Luxury Supreme. აღსანიშნავია, რომ რირის წიგნის ექსკლუზიური ეგზემპლარი ჰიპ ჰოპ არტისტმა, Cardi B-მ 111,000 აშშ დოლარად საქველმოქმედო ღონისძიებაზე Diamond Ball შეიძინა.

► Cardi B: რიანა ნამდვილი გენიოსია

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მომღერალმა მე-8 სტუდიური ალბომი Anti 2016 წელს გამოუშვა. ახალი, რეგეი ნამუშევრის გავრცელებას მუსიკოსი 2019 წლის ბოლომდე გეგმავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული