Thumbnail

ლეგენდარული ჯგუფის, Sonic Youth-ის ყოფილმა ვოკალისტმა, კიმ გორდონმა ახალი კომპოზიცია Hungry Baby გაავრცელა. სიმღერა არტისტის სადებიუტო სოლო ალბომში No Home Record იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 11 ოქტომბერს ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: Kim Gordon - Air BnB

კიმმა კარიერა 1981 წელს დაიწყო. მან პოპულარობა ჯგუფ Sonic Youth-ში მოღვაწეობით მოიპოვა, რომელთან ერთადაც 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა. არტისტი სხვადასხვა დროს მუსიკალური პროექტების Free Kitten, Body/Head და Glitterbust წევრი იყო. 2015 წელს მან ავტობიოგრაფიული წიგნი Girl in a Band გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული