Thumbnail

ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს BET Hip-Hop Awards 2019-ზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოება BET Hip-Hop Awards გაიმართა. შოუს დაწყებამდე მუსიკოსებმა ტრადიციულად კამერების წინ იპოზიორეს. თავად ცერემონიას მაყურებელი 8 ოქტომბერს იხილავს.

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს 2019 წლის MTV VMA-ს ცერემონიაზე

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს 2019 წლის Met Gala-ზე

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს 2019 წლის BET Awards-ის ცერემონიაზე

წარმოგიდგენთ ჰიპ ჰოპ არტისტებს, რომელთა ჩაცმულობაც წელს ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.  

Rapsody

ჩრდილოკაროლინელი რეპერის, Rapsody-ს ჩაცმულობაზე Misa Hylton-მა იზრუნა. არტისტს A-Morir-ის სვაროვსკის თმის სახვევები ეკეთა.

Megan Thee Stallion

მწვანე ხალიჩაზე არ გამოჩენილა ახალგაზრდა რეპერი Megan Thee Stallion, თუმცა, წითელ ტოპსა და ქვედაბოლოში გამოწყობილი არტისტი კამერებმა კულისებში დააფიქსირეს.

Lil' Kim

ვეტერანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Lil' Kim-მა არჩევანი Gucci-ის ვარდისფერ კაბაზე შეაჩერა და სამოსს თმის ფერიც შეუხამა.

DaBaby

Gucci-ზე შეაჩერა არჩევანი ჩრდილოკაროლინელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა DaBaby-მაც. 

Saweetie

ჰიპ ჰოპ არტისტმა სოუითიმ ღონისძიებაზე ისეთივე კაბა ჩაიცვა, როგორიც Jay Z-ის 2003 წლის კლიპში Excuse Me Miss მსახიობ ჯინეტ ჩეივზს აცვია.

Dream Doll

ამერიკელი რეპერი Dream Doll მწვანე ხალიჩაზე The Ivy Showroom-ის ტყავის კაბით იწონებდა თავს. 

YBN Cordae 

რეპერმა ცერემონიისთვის ჯინსის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და Kenzo-ს ჩანთა შეარჩია.

Kash Doll

რეპერმა Kash Doll ვარდისფერი, ტანზე მომდგარი ხავერდის სამოსი ჩაიცვა.

Spice

ხავერდის ტანსაცმელი მოირგო Spice-მაც. თუმცა, მან არჩევანი ფოსფორისფერზე შეაჩერა.

Chance the Rapper

ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ჯონათან ბენეტი, ფსევდონიმით Chance The Rapper, ცერემონიაზე ცოლთან, ქირსთენ ქორლისთან ერთად მივიდა.

Rick Ross

მაიამელ რეპერს სამოსის შერჩევისთვის დიდი დრო არ დაუთმია.

Teyana Taylor

ტიანა ტეილორი კამერების წინ კრემისფერი კაბით გამოჩნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული