Thumbnail

კომპტონელმა ელექტრონულმა მუსიკოსმა Channel Tres პოპულარული კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ტაილერ გრეგორი ოკონმას, ფსევდონიმით Tyler, The Creator, ცნობილი კომპოზიციის EARFQUAKE ალტერნატიული ვერსია გაავრცელა. ტრეკი ტაილერის 2019 წლის ალბომის IGOR ერთ-ერთი გამორჩეული ჩანაწერია.

► Tyler, The Creator-ის ტრეკიდან ტექსტის დაფაზე დაწერისთვის სტუდენტი დააკავეს 

► ნახეთ: Tyler, The Creator-მა კომპოზიციაზე A Boy Is A Gun კლიპი გადაიღო 

► Tyler, The Creator-მა ალბომიდან IGOR საყვარელი მონაკვეთები დაასახელა 

ჩენელ თრისი ახალბედა კალიფორნიელი ელექტრონული არტისტია, რომელსაც მუსიკით ბავშვობიდან დაინტერესდა. თავდაპირველად მან დასარტყამ ინსტრუმენტზე დაიწყო დაკვრა. 2018 წელს მუსიკოსი ცნობილ ლეიბლს Godmode შეუერთდა. ერთი წლის შემდეგ კი გაყიდვაში შემსრულებლის EP სახელწოდებით Black Moses ჩაეშვა. მისი შედარებით ცნობილი კომპოზიციებია: Topdown, Controller, Sexy Black Timberlake და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული