Thumbnail

მოუსმინეთ: Summer Walker ალბომს Over It ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ახალგაზრდა არენბი შემსრულებელმა, სამერ უოქერმა სადებიუტო ალბომი Over It გამოუშვა. 18 ტრეკისგან შემდგარ სტუდიურ ჩანაწერში ისეთი არტისტები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: Drake, Usher, Jhené Aiko, A Boogie Wit Da Hoodie და სხვები. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრის აღმასრულებელი პროდიუსერი უოქერის მეგობარი ბიჭი, არაერთი ჰიტის ავტორი მუსიკოსი London On Da Track გახლავთ.

► ნახეთ: Summer Walker - Stretch You Out Ft. A Boogie wit da Hoodie

► მოუსმინეთ: Summer Walker - Girls Need Love Remix (with Drake)

ატლანტელმა მუსიკოსმა, სამერ უოქერმა შემოქმედებითი კარიერა 2017 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Last Day of Summer გამოსცა. 2019 წლის 25 იანვარს კი EP სახელად Clear გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული