Thumbnail

ნახეთ: Radiohead-ის გიტარისტმა, ედ ო'ბრაიენმა სადებიუტო სოლო კომპოზიცია გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის გიტარისტმა, ედ ო'ბრაიენმა, პროექტის EOB ფარგლებში, სადებიუტო სოლო კომპოზიცია Santa Teresa და მასზე შექმნილი ვიდეო გაავრცელა. ტრეკი მის სოლო ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წელს გამოიცემა.

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ Radiohead-ს?

ედ ო'ბრაიენმა მუსიკალური კარიერა 1985 წელს ჯგუფ Radiohead-ში მოღვაწეობით დაიწყო. გიტარისტობის გარდა, ის ბენდის ბექ-ვოკალისტიცაა. 2010 წელს არტისტი ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone ყველა დროის საუკეთესო გიტარისტებს შორის დაასახელა. 2019 წელს ის კოლექტივთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული