Thumbnail

ASAP Rocky: შესაძლოა, ქალივით ვიქცევი, მაგრამ თავს არ შევიზღუდავ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

თანამედროვე ჰიპ ჰოპის გამორჩეულმა წარმომადგენელმა, ASAP Rocky-მ ბრიტანული Vogue-თან ინტერვიუში თავისი ჩაცმის სტილით გენდერული სტერეოტიპების რღვევაზე ისაუბრა.

► ASAP Rocky-ს მომავალი ალბომის სახელწოდება ცნობილია

"მე მართლაც ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, რაც ქალებისთვისაა დამახასიათებელი - "ბაბუშკას" თავსაბურავის ტარება, ფრჩხილების შეღებვა. ისე ვიქცევი, როგორც მინდა. საზღვრები არ უნდა არსებობდეს", - აღნიშნა არტისტმა.

ეისეფ როქიმ მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP, ასევე, მიმდინარე წელს გავრცელებულ სტუდიურ ჩანაწერს Testing მოიცავს. სოლო კარიერის გარდა, რეპერი შემოქმედებითი გაერთიანება ASAP Mob-ის ერთ-ერთი ლიდერია. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული