Thumbnail

ცნობილმა ატლანტელმა მუსიკოსმა, რადრიკ დევისმა, ფსევდონიმით Gucci Mane, ახალი კომპოზიცია Big Booty გაავრცელა. ვეტერანი რეპერის ტრეკში ახალბედა არტისტი Megan Thee Stallion მონაწილეობს. ნამუშევარი გუჩის მომავალი ალბომის Woptober II ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: რეპერი გუჩი მეინი "გუჩის" სახე გახდა

რადრიკმა, რომელიც ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთი პიონერია, მუსიკალური კარიერა ადრეულ 2000-იანებში დაიწყო. არტისტის საუკეთესო ნამუშევრად 2016 წელს გამოშვებული ალბომი Everybody Looking ითვლება. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული