Thumbnail

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა The Who ახალი კომპოზიცია All This Music Must Fade გაავრცელა. სიმღერა კოლექტივის მომავალ, რიგით მეთორმეტე ალბომში WHO შევა, რომელიც, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის 6 დეკემბერს ჩაეშვება გაყიდვაში.

► ნახეთ: The Who - Ball and Chain

The Who ქალაქ ლონდონში 1964 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი My Generation გაავრცელა. კოლექტივს პოპულარობა 1969 წელს გამოშვებულმა ნამუშევარმა Tommy მოუტანა, რომელიც მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი როკ ოპერაა. მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ როკ ბენდს წლების განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 1990 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. არტისტებს ამ დრომდე 11 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული