Thumbnail

Halsey: მუსიკალურ სამყაროში ქალებისგან ყოველთვის ზედმეტს მოითხოვენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა, ჰოლზიმ გამოცემა Rolling Stone-თან ინტერვიუში მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებულ მიზოგინიაზე ისაუბრა. არტისტის თქმით, ქალთმოძულეობის მანკიერი პრაქტიკა საკუთარ თავზე გამოსცადა, რის შესახებაც კომპოზიციაში Nightmare მღერის.

► Halsey: ვერასდროს წარმოვიდგენდი, 25 წლის ასაკში ცოცხალი თუ ვიქნებოდი

"ამ სიმღერაზე მუშაობისას, საკუთარ გამოცდილებას დავეყრდენი. როდესაც წითელ ხალიჩაზე ვარ, ხალხი ამბობს - "რატომ არ იღიმება?", როცა ბიკინიში გადაღებულ ფოტოს ვაქვეყნებ, კითხულობენ - "რატომ იქცევა ასე უწესოდ?". ქალების დემონიზება ისეთი ხშირია... ჩვენი ბრაზი გაუმართლებელია, ჩვენი მრისხანება მიუღებელია, თუ გვღალატობენ, მაინც ჩვენი ბრალია. მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ჩემი გამოცდილება არ არის. ზოგადად, ასე აღიქვამენ ქალებს საზოგადოებაში. ამას ვგრძნობ მთელი ცხოვრების განმავლობაში. Nightmare ქალებისთვის დავწერე, რათა მოსმენისას ყვირილი შეძლებოდათ და საკუთარი იმედგაცრუება გამოეხატათ", - ამბობს არტისტი. 

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული