Thumbnail

Lil Baby: იანგ თაგმა ფული მომცა, რომ ქუჩას ჩამოვშორებოდი და მუსიკა პროფესიად მექცია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დომინიქ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Lil Baby, გამოცემა XXL-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოპულარულმა კოლეგამ, Young Thug-მა მას გარკვეული თანხა გადაუხადა, რათა უბანსა და კრიმინალურ საქმიანობას ჩამოშორებოდა და მუსიკა პროფესიონალურად ეკეთებინა.

► ნახეთ: Lil Baby - Out The Mud Feat. Future 

► ნახეთ: Lil Baby და DaBaby ვიდეორგოლს Baby აქვეყნებენ 

► Lil Baby: კარიერის დასაწყისში Gunna კომპოზიციებს 100 დოლარად მიწერდა

"იანგ თაგმა ძვირფასი სამკაულები მაჩუქა. მან, უბრალოდ, მომისყიდა და მაიძულა, უბანსა და კრიმინალურ საქმიანობას ჩამოვშორებოდი, რომლითაც, სხვათა შორის, საკმაო რაოდენობის ფულს ვშოულობდი. მან ჩემში ნიჭი დაინახა და მითხრა - "ძმაო, შეგიძლია გარეპვა. შენ შემდეგი უნდა იყო. უბანი უნდა დატოვო. ფულს გადაგიხდი და მოდი სტუდიაში", - გაიხსენა ლილ ბეიბიმ.

ლილ ბეიბიმ მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. მისი მთავარი მენტორი სწორედ იანგ თაგი გახლავთ. 2018 წელს რეპერმა სოლო მიქსტეიპი Street Gossip, Gunna-სთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი Drip Harder და სადებიუტო ალბომი Harder Than Ever გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Yes Indeed მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული