Thumbnail

კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი და ქანთრი დუეტი Dan + Shay ერთობლივ კომპოზიციას 10,000 Hours ავრცელებენ. სიმღერის ერთ-ერთი ავტორი თავად ჯასტინია. ტრეკი ჯგუფის მომავალ, ჯერჯერობით უსახელო ალბომში შევა.

► მოუსმინეთ: Chris Brown - Don't Check On Me Ft. Justin Bieber & Ink

► მოუსმინეთ: Gucci Mane - Love Thru The Computer Ft. Justin Bieber

ჯასტინმა ახალი კომპოზიცია 2 ოქტომბერს, ინსტაგრამის საშუალებით დაანონსა და მას ქორწილის მუსიკა უწოდა. აღსანიშნავია, რომ 30 სექტემბერს, არტისტმა და მისმა ცოლმა, ჰეილი ბოლდუინმა სამხრეთ კაროლინაში საქორწილო წვეულება გამართეს. 

► ნახეთ: ფოტოები ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინის ქორწილიდან

Dan + Shay დენ სმაიერსისა და შეი მუნისგან შემდგარი დუეტია, რომელიც 2012 წლიდან მოღვაწეობს. ლეიბლ Warner Bros. Records-თან თანამშრომლობით კოლექტივმა დღემდე სამი ალბომი Where It All Began, Obsessed და Dan + Shay გამოუშვა. 2019 წელს პროექტმა სიმღერისთვის Tequila გრემის ჯილდო დაიმსახურა, Billboard Music Awards-ზე კი საუკეთესო ქანთრი ჯგუფის კატეგორიაში გაიმარჯვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული