Thumbnail

სელინ დიონი: ცხოვრება ხანმოკლეა, რატომ არ შეიძლება, კარგი დრო ვატაროთ?

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელმა პოპვარსკვლავმა, სელინ დიონმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ, რიგით მეთოთხმეტე საკონცერტო ტურნე Courage World Tour დაიწყო. კანადაში, Videotron Centre-ის სცენაზე გამართული პირველი კონცერტის შემდეგ, არტისტმა გამოცემას Los Angeles Times ინტერვიუ მისცა. მან სხვა თემებთან ერთად, თავისი გარდაცვლილი ქმრისა და მენეჯერის, რენე ანჟელილის შესახებ ისაუბრა.

► სელინ დიონი დრეიქს: ძალიან გთხოვ, ჩემი სახე არ ამოისვირინგო

► სელინ დიონი: სხვის დასანახად კი არა, საკუთარი თავისთვის ვიცვამ

► მოუსმინეთ: სელინ დიონი ახალ სიმღერებს Courage, Imperfections და Lying Down ავრცელებს

"ქმრის დაკარგვით გამოწვეული დარდი ისევ ჩემშია. სიცოცხლის ბოლომდე ვიგლოვებ. მას ყოველდღე ჩვენი შვილების თვალებში ვხედავ. ისე, ვშიშობდი, რომ, რადგან ქმარი დავკარგე, კომპოზიტორები მხოლოდ სევდიან სიმღერებს დამიწერდნენ", - აღნიშნა არტისტმა.

სელინ დიონმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს.

"მომწონს, როცა ხალხის მზერას ვგრძნობ. მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. მე ხომ შოუბიზნესში ვარ. საჯდომს გამოაჩენ, ზურგს ან მხრებს და Voulez-vous coucher avec moi. ცხოვრება ხანმოკლეა. რატომ არ შეგვიძლია, უბრალოდ, კარგი დრო ვატაროთ?", - განაცხადა არტისტმა.

აღსანიშნავია, რომ მომღერალი 15 ნოემბერს ახალ ალბომს Courage გამოუშვებს.

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული