Thumbnail

BTS: დაშლას არ ვაპირებთ, ეს ნამდვილი შვებულება იყო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული კეიპოპ ბენდის, BTS-ის წევრები 16 სექტემბერს, ერთთვიანი შვებულების შემდეგ, მუშაობას დაუბრუნდნენ. შემოქმედებითმა პაუზამ ჯგუფის დაშლასთან დაკავშირებით გააჩინა ეჭვები, რასაც კოლექტივი გამოცემა The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში გამოეხმაურა.

► ერთთვიანი შვებულების შემდეგ, BTS-ის წევრებმა მუშაობა განაახლეს

"არაფერი განსაკუთრებული, ეს ნამდვილი შვებულება იყო", - აღნიშნა შუგამ.

"ჩვენ იმდენად მოგვწონს ერთად სიმღერა და ცეკვა, რომ გვსურს, ასე გავაგრძელოთ", - დაამატა ჯიმინმა.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული