Thumbnail

ქართულმა ნიუ მეტალ ჯგუფმა Scratch The Floor ახალი სიმღერა Requiem და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი გამოუშვა. კომპოზიცია ბენდის მომავალ მინი ალბომში Filth იქნება წარმოდგენილი, რომელიც წლის ბოლომდე გამოიცემა. ტრეკი კოლექტივმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.

Scratch The Floor თბილისში 2012 წელს შეიქმნა. ბენდის დისკოგრაფია ორ ალბომსა და ერთ EP-ს მოიცავს. ბოლო სტუდიური ნამუშევარი Hellhound ჯგუფმა 2017 წლის დეკემბერში გამოსცა. 2018 წელს კოლექტივმა სომხეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში ტურნე გამართა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული