Thumbnail

მოუსმინეთ: The Chemical Brothers-მა ჰიტის Hey Boy Hey Girl ორი რემიქსი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანულმა ელექტრონულმა დუეტმა The Chemical Brothers ჰიტის Hey Boy Hey Girl ორი რემიქს ვერსია გაავრცელა. ნამუშევრები ჯგუფის რიგით მესამე ალბომის Surrender განახლებულ ვერსიაში იქნება წარმოდგენილი, რომელიც, ოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, 22 ნოემბერს გამოიცემა.

► მოუსმინეთ: The Chemical Brothers-მა ახალი ალბომი No Geography გამოუშვა

► მოუსმინეთ: The Chemical Brothers ტიმ ბაქლის სიმღერის ქავერს ავრცელებს

The Chemical Brothers ტომ როულანდსმა და ედ საიმონსმა მანჩესტერში 1989 წელს ჩამოაყალიბეს. დუეტმა პოპულარობა მალევე მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მათმა ექვსმა სტუდიურმა ალბომმა ბრიტანულ ჩარტებში წამყვანი პოზიციების დაკავება მოახერხა. ბიგ ბითის პიონერებმა სხვადასხვა დროს გრემის 4 ჯილდო დაიმსახურეს. 2018 წლის 1 სექტემბერს პროექტი საქართველოს ეწვია და რუსთავის ავტოდრომზე კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული