Thumbnail

TMZ: ტრევის სკოტი და კაილი ჯენერი დაშორდნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 28 წლის ტექსასელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტრევის სკოტმა და 22 წლის მილიარდერმა, ტელევარსკვლავმა კაილი ჯენერმა დროებით დაშორება გადაწყვიტეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემები TMZ და People ავრცელებენ.

► ნახეთ: ტრევის სკოტი და კაილი ჯენერი "ფლეიბოის" ფოტოსესიაში

► ტრევის სკოტი და კაილი ჯენერი შშმ პირების ადგილზე მანქანის გაჩერების გამო გააკრიტიკეს

► ნახეთ: ტრევის სკოტმა კაილი ჯენერს ვარდის ფურცლებით სავსე სახლი დაახვედრა

“ურთიერთობაში პაუზა აიღეს. კაილისა და ტრევისს გარკვეული პრობლემები აქვთ ნდობასთან დაკავშირებით, რასაც მათი დატვირთული ცხოვრების წესი იწვევს“, - წერს People კაილისთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით.

წყვილი ბოლოს ერთად 28 აგვისტოს ტრევისის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Travis Scott: Look Mom, I Can Fly პრემიერაზე გამოჩნდა. TMZ-ის ცნობით, ისინი რამდენიმე კვირაა, ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 

ტრევის სკოტმა და კაილი ჯენერმა რომანტიკული ურთიერთობა 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყეს. წყვილს 2018 წლის თებერვალში გოგონა, Stormi შეეძინათ.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული