Thumbnail

ნახეთ: ფოტოები ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინის ქორწილიდან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

25 წლის კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა და მისმა ცოლმა, 22 წლის მოდელმა, ჰეილი ბოლდუინმა ხელის მოწერიდან ერთი წლის თავზე სამხრეთ კაროლინაში მდებარე სასტუმროში Montage Palmetto Bluff საქორწილო წვეულება გამართეს. წყვილმა ინსტაგრამზე საზეიმო საღამოზე გადაღებული შავ-თეთრი ფოტოების სერია გაავრცელა.

► ჯასტინ ბიბერმა კნუტებში $35,000 გადაიხადა

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ცოლს ლექსი მიუძღვნა

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ცოლს ბევერლი ჰილსზე 8,5-მილიონიანი სახლი უყიდა

გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, სურათებზე ჰეილის Tiffany & Co-ს $500,000-ად შეფასებული ბეჭედი და $123,000-იანი ბრილიანტის საყურეები ამშვენებს, ჯასტინს კი Audemars Piguet-ის 50,000 დოლარიანი საათი და 25,000-იანი გრილები უკეთია.

ქორწილზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი არტისტები: ედ შირანი, ჯეიდენ სმიტი, კენდალ და კაილი ჯენერები, Travis Scott, Usher და სხვები. როგორც კიდევ ერთმა სტუმარმა, სატელევიზიო შოუს ვარსკვლავმა, კრის ჯენერმა ინსტაგრამზე დაწერა, მათ საჩუქრად სპორტული სამოსი და ნიკოლას სპარკსის ნოველა The Notebook გადაეცათ.

ჯასტინი და ჰეილი 2018 წლის ივლისში დაინიშნენ. მუსიკოსმა გოგონას ხელი ბაჰამის კუნძულებზე სთხოვა. ამავე წლის სექტემბერში კი მათ ქორწინება ნიუ იორკის სასამართლოში დაარეგისტრირეს.

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 140 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself,  Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული