Thumbnail

ნახეთ: ჯონი კეშზე გადაღებული ფილმის The Gift: The Journey of Johnny Cash თრეილერი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულ ამერიკელ მუსიკოსზე, ჯონი კეშზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის The Gift: The Journey of Johnny Cash თრეილერი გავრცელდა. სურათში მისი პირადი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ იქნება მოთხრობილი. ნამუშევრის პრემიერა კინოფესტივალ SXSW-ზე შედგა. ფილმის ხილვა იუთუბზე 11 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

ნამუშევარში წარმოდგენილი იქნება აქამდე უცნობი საარქივო კადრები, ასევე, ინტერვიუები ჯონი კეშის ოჯახის წევრებთან და სხვადასხვა მუსიკოსთან. 90-წუთიანი ფილმის რეჟისორი ემის ჯილდოს მფლობელი ტომ ზიმნია.

ჯონი კეშმა მოღვაწეობა 1954 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 90 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია: Hurt, God's Gonna Cut You Down, Ring Of Fire, I Walk The Line და სხვები. არტისტი შეყვანილია გოსპელის, ქანთრისა და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზებში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული