Thumbnail

ნახეთ: რეპერი გუჩი მეინი "გუჩის" სახე გახდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, რადრიკ დევისი, ფსევდონიმით Gucci Mane, ცნობილი მოდის სახლის, Gucci-ის სახე გახდა. თრეფ მიმდინარეობის ერთ-ერთმა პიონერმა, 39 წლის მუსიკოსმა "გუჩის" 2020 წლის საკრუიზო კოლექციის ფოტოსესიასა და კომერციულ ვიდეორგოლში მიიღო მონაწილეობა. ფოტოობიექტივის წინ გუჩი მეინთან ერთად მსახიობმა სიენა მილერმა და ამერიკელმა მომღერალმა, იგი პოპმა იპოზიორეს.

► მოუსმინეთ: Gucci Mane ახალ ალბომს Delusions Of Grandeur ავრცელებს 

რადრიკმა, რომელიც ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთი პიონერია, მუსიკალური კარიერა ადრეულ 2000-იანებში დაიწყო. არტისტის საუკეთესო ნამუშევრად 2016 წელს გამოშვებული ალბომი Everybody Looking ითვლება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული