Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. ფსაი-ტრანს დუეტი Vini Vici თბილისში

11 ოქტომბერი (პარასკევი)

11 ოქტომბერს "ციტადელი" ცნობილ ფსაი-ტრანს დუეტს Vini Vici მასპინძლობს. პროექტი 2013 წელს ისრაელში მცხოვრებმა პროდიუსერებმა ავირამ საჰარაიმ და მათან კადოშმა შექმნეს. ღონისძიება "ავიატორის" ორგანიზებით ჩატარდება. 

4. BASSIANI / HOROOM: Odd Fantastic Night

11 ოქტომბერი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანზე" Odd Fantastic-ის შოუქეისი გაიმართება. მსმენელთა წინაშე ბერლინში მოღვაწე თელ-ავიველი დიჯეი Dr. Rubinstein და ყაზახელი არტისტი Nazira წარდგებიან. "ჰორუმის" სცენას კი Eris Drew და Octo Octa დაიკავებენ. 

3. KHIDI: Oscar Mulero | Tommy Four Seven | Yanamaste

11 ოქტომბერი (პარასკევი)

პარასკევს "ხიდი" ტექნო სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ არტისტს, Oscar Mulero-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი Tommy Four Seven და Yanamaste დაიკავებენ. G2-ში კი ავსტრიელი დიჯეი Demuja და Digital Groove Affair დაუკრავენ. 

2. Oscar and the Wolf-ის კონცერტი თბილისში

12 ოქტომბერი (შაბათი)

12 ოქტომბერს ბელგიური პროექტი, Oscar and the Wolf თბილისს კიდევ ერთხელ ეწვევა. მასთან ერთად "ციტადელში" შეკრებილი მსმენელების წინაშე ქართული ჯგუფები Endorphins და Killages წარდგებიან. ღონისძიება Monument Events-ის ორგანიზებით ჩატარდება. 

1. Park Fest Tbilisi

12-13 ოქტომბერი (შაბათი-კვირა)

12-13 ოქტომბერს დიღმის ტყე-პარკში Park Fest Tbilisi გაიმართება. მსმენელთა წინაშე ქართული ჯგუფები Bedford FallsMechanical Rainbow, Four Dimensional Monster Lobsters, LOUDspeakers, Killages და სხვა მუსიკოსები წარდგებიან. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული