Thumbnail

ჯასტინ ბიბერმა კნუტებში $35,000 გადაიხადა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელი პოპვარსკვლავის, ჯასტინ ბიბერისა და მისი ცოლის, ჰეილი ბოლდუინის ოჯახს ამ ზაფხულს სავანას ჯიშის კნუტი, სახელად სუში შეემატა. ამის შემდეგ ვარსკვლავური წყვილი ილინოისის შტატში მდებარე დაწესებულებას Select Exotics ესტუმრა და კიდევ ერთი ამავე ჯიშის კნუტი, ტუნა წამოიყვანა. როგორც გაირკვა, ჯასტინმა და ჰეილიმ ეგზოტიკურ კატებში ჯამში $35,000 გადაიხადეს.

► ჯასტინ ბიბერმა თავის კნუტს სუში დაარქვა

► ჯასტინ ბიბერი: იცით, რა შედეგამდე მიდის ვარსკვლავად ქცეული ბავშვის ცხოვრება?

► ჯასტინ ბიბერმა აღმოაჩინა, რომ ავრილ ლავინისა და რაიან გოსლინგის ნათესავია

არტისტმა ძვირადღირებულ კნუტებს მალევე ინსტაგრამის გვერდი დაურეგისტრირა და თაყვანისმცემლებს ყოველდღიურად მათი ახალი ფოტოებითა და ვიდეოებით ანებივრებს.

აღსანიშნავია, რომ ბიბერების ოჯახს შინ კიდევ ერთი ბინადარი ძაღლი, სახელად ოსკარი ჰყავს.

View this post on Instagram

Best fwiends

A post shared by Justin Bieber (@justinbieber) on

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 140 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself,  Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული