Thumbnail

ნახეთ: Burna Boy კომპოზიციის Another Story კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ნიგერიელი არტისტი დამინი ოგულუ, ფსევდონიმით Burna Boy, კომპოზიციაზე Another Story გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის რიგით მეოთხე ალბომში African Giant შედის, რომელიც გაყიდვაში 26 ივლისს ჩაეშვა. ჩანაწერში განელი რეპერი M.anifest მონაწილეობს.

► ნახეთ: Burna Boy - Gum Body Ft. Jorja Smith

Burna Boy-ს პოპულარობა სადებიუტო ალბომში L.I.F.E შესულმა სინგლმა Like to Party მოუტანა. 2017 წელს, არტისტი ლეიბლებში Atlantic Records და Warner Group გაწევრიანდა, რის შემდეგაც სტუდიური ჩანაწერები Outside და African Giant გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული