Thumbnail

ნახეთ: Halsey-მ საკუთარ დაბადების დღეზე ახალი კლიპი Clementine გაავრცელა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულ ამერიკელ მომღერალ ჰოლზის 29 სექტემბერს 25 წელი შეუსრულდა. არტისტმა თავის დაბადების დღეზე ახალი კომპოზიცია Clementine და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლში, რომელზეც რეჟისორებმა დანი ვითალიმ და ენტონ თემიმ იმუშავეს, შემსრულებელი საკუთარ ძმასთან, სევიენთან ერთად მონაწილეობს. სინგლი ჰოლზის მომავალ ალბომში Manic შევა, რომელიც 2020 წლის 17 იანვარს გავრცელდება. 

► ნახეთ: Halsey-მ Emmy-ს დაჯილდოებაზე სინდი ლოპერის Time After Time შეასრულა

► ნახეთ: Halsey ახალ კლიპში Graveyard მომავალი ალბომის გარეკანს ხატავს

► Halsey: ვერასდროს წარმოვიდგენდი, 25 წლის ასაკში ცოცხალი თუ ვიქნებოდი

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული