Thumbnail

25 წლის კოლუმბიელი პოპვარსკვლავი მალუმა და კოლუმბიელი მუსიკოსი ჯეი ბალვინი ახალ კომპოზიციას Qué Pena და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებენ. ეს პირველი ტრეკია, რომლებიც არტისტებმა ერთობლივად ჩაწერეს. კლიპის ავტორი კოლინ თილია, რომელსაც ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ქენდრიქ ლამარი, ნიკი მინაჟი, ჯასტინ ბიბერი, კრის ბრაუნი და სხვები. 

► ნახეთ: Maluma - HP

► J Balvin და Bad Bunny ალბომს Oasis და კლიპს Qué Pretendes ავერცელებენ

ლათინური გრემის მფლობელმა მალუმამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო და პოპულარობაც მალევე მოიპოვა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Felices los 4 და Corazón მოუტანა, რომლებზეც გადაღებულმა კლიპებმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვეს. 

ხოსე ალვარო ბალვინმა, სასცენო სახელით J Balvin, კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. სამი ლათინური გრემის მფლობელ არტისტს პოპულარობა კომპოზიციებმა Mi Gente და Ay Vamos მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული