Thumbnail

ნახეთ: მაილს დევისის კომპოზიციაზე Moon Dreams შექმნილი კლიპი გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ მუსიკოსის, მაილს დევისის წარმომადგენლებმა კომპოზიციაზე Moon Dreams შექმნილი ვიდეოკლიპი გაავრცელეს. ვიზუალურ ნამუშევარში არტისტის ნახატებია გამოყენებული. ტრეკი დევისის კომპილაციურ ალბომში The Complete Birth of the Cool შედის, რომელიც გაყიდვაში 7 ივნისს ჩაეშვა.

► მოუსმინეთ: მაილს დევისის აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია Paradise გავრცელდა

8 გრემის მფლობელმა მაილს დევისმა მოღვაწეობის განმავლობაში 51 სტუდიური ჩანაწერი, 36 ლაივ ალბომი, 17 ბოქს-სეტი და 57 სინგლი გამოსცა. პნევმონიით დაავადებული მუსიკოსი 1991 წელს გარდაიცვალა. ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა არტისტმა კარიერა 1944 წელს, ჩარლი პარკერის ბიბოპ კვინტეტში დაიწყო, სადაც 4 წელი საქსოფონზე უკრავდა. 1951 წელს მან სადებიუტო ალბომი The New Sounds გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული