Thumbnail

Tekashi 6ix9ine: ციხიდან გამოსვლის შემდეგ უფრო პოპულარული გავხდები

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პატიმრობაში მყოფი რეპერი Tekashi 6ix9ine ფიქრობს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისი პოპულარობა გაიზრდება. ამის შესახებ მუსიკოსთან დაახლოებულმა პირმა გამოცემა TMZ-ს უამბო. მისი თქმით, ტეკაში დარწმუნებულია, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობასა და მის მიერ მიცემულ ჩვენებებს ყველა დაივიწყებს და უფრო წარმატებული გახდება, ვიდრე იყო.

► ნახეთ: Snoop Dogg-მა Tekashi 6ix9ine-ს მიმი მიუძღვნა

 ციხიდან გათავისუფლების შემდეგ Tekashi 6ix9ine კარიერის გაგრძელებას აპირებს

 Tekashi 6ix9ine-ის შესახებ დოკუმენტური ფილმი გავრცელდება

წყაროსვე ცნობით, სიქსნაინმა თქვა, რომ ნეგატიური კომენტარების ავტორ მუსიკოსებს მისი პოპულარობისა და წარმატების შურთ. ტეკაში მათთვის პასუხის გაცემას არაერთი ჰიტის შექმნით აპირებს.

შეგახსენებთ, რომ რეპერმა მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვაზე უარი განაცხადა. ის პირადი დაცვის აყვანას გეგმავს, რომელიც მასთან 24 საათის განმავლობაში იქნება.

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან სასჯელის ვადის შემცირების იმედით იანვარში სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მრავალი ჰიპ ჰოპ არტისტი მას "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებდა. რეპერს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, ამიტომაც ის ციხიდან მოწმეთა დასაცავად განკუთვნილ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავდაპირველად არტისტს 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდების გათვალისწინებით, თუმცა, საპროცესო შეთანხმების წყალობით, სასჯელის ვადა მას მნიშვნელოვნად შეუმცირდება. ტეკაშის განაჩენი 2020 წლის 23 იანვარს გამოცხადდება.

წარმოშობით მექსიკელმა დანიელ ერნანდესმა, სასცენო სახელით Tekashi 6ix9ine, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. 22 წლის რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული