Thumbnail

ნახეთ: ფოტოები ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის ნიშნობის წვეულებიდან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა მომღერალმა, ჯენიფერ ლოპესმა და მისმა საქმრომ, ყოფილმა ბეისბოლისტმა, ალექს როდრიგესმა ლოს ანჯელესში ნიშნობის წვეულება გამართეს. საღამოს მათი ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. ჯეილომ და სტუმრებმა ინსტაგრამზე არაერთი სამახსოვრო ფოტო გაავრცელეს.

► ჯენიფერ ლოპესი: მსურს, ალექს როდრიგესს შვილი გავუჩინო

► ჯენიფერ ლოპესი და შაკირა Super Bowl 2020-ის შოუზე იმღერებენ

► ჯენიფერ ლოპესი: 50 წლის ასაკი საუკეთესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში

ჯენიფერის შვილის, ემმასა და ალექსის გოგონას, ელას გარემოცვაში

J.Lo. ამერიკელ მომღერალ, ქეროლ ბეიერ სეიგერსა და მსახიობ ლეა რემინისთან ერთად

მიწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდა ბრიტანელი მუსიკოსი სტივი მექი

50 წლის ჯენიფერი და 44 წლის ალექსი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ წყვილი ოფიციალურად დაინიშნა, 27 სექტემბერს კი მათ ნიშნობა საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს. ჯეილოს წინა ქორწინებიდან 11 წლის ტყუპები - ემა და მაქსი ჰყავს, ალექსი კი ორი გოგონას, ნატაშას და ელას მამაა.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. შარშან გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული