Thumbnail

ნახეთ: Weezer-ის მიერ Nirvana-ს ჰიტის Lithium შესრულებამ დეივ გროლი აატირა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკულმა ჯგუფმა Weezer რიო დე ჟანეიროში გამართულ ფესტივალზე Rock in Rio ლეგენდარული ბენდის, Nirvana-ს ჰიტის Lithium ქავერ ვერსია შეასრულა. მუსიკოსებმა სიმღერა "ნირვანას" ყოფილ დრამერს, დეივ გროლს მიუძღვნეს, რომელიც Foo Fighters-თან ერთად სცენაზე გამოსასვლელად ემზადებოდა.

► ნახეთ: Weezer - The End of the Game

► ნახეთ: Weezer-მა Tears for Fears-თან ერთად Everybody Wants to Rule the World შეასრულა

Weezer-ის შემდეგ სცენა Foo Fighters-მა დაიკავა და მადლობის ნიშნად თავისი კომპოზიცია Big Me იმღერა.

"ამ სიმღერას Weezer-ს ვუძღვნი. კულისებში ვიყავი, როდესაც Lithium შეასრულეს. გულწრფელად გეტყვით, ვტიროდი. ძალიან მენატრება ამ სიმღერის შესრულება", - თქვა გროლმა.

ალტერნატიული როკ ჯგუფი Weezer ლოს ანჯელესში 1992 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივის მიერ 1994 წელს გამოცემულმა სადებიუტო ნამუშევარმა, რომელიც Тhe Blue Album-ის სახელითაა ცნობილი, სამგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. დღემდე მუსიკოსებს 13 სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული. მათ აქტივში გრემის ჯილდო და 45 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერია.

Foo Fighters კი 1994 წელს სიეტლში ლეგენდარული გრანჟ ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა. 12 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა The Pretender, Everlong და Best Of You მოუტანა. ბენდმა მსმენელებს 2017 წელს რიგით მეცხრე სტუდიური ალბომი Concrete and Gold შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული