Thumbnail

ნახეთ: Snoop Dogg-მა Nick Cave & the Bad Seeds-ის სიმღერა Red Right Hand დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ვეტერანმა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კელვინ ბროდუსმა, ფსევდონიმით Snoop Dogg, პოპულარული სერიალისთვის Peaky Blinders ცნობილი ავსტრალიური ჯგუფის Nick Cave & the Bad Seeds კომპოზიციის Red Right Hand ქავერ ვერსია ჩაწერა.

► ნახეთ: Wiz Khalifa-მ Snoop Dogg-ის პატივსაცემად ტატუები დაიხატა

► ნახეთ: Snoop Dogg-მა Tekashi 6ix9ine-ს მიმი მიუძღვნა

კომპოზიციის ორიგინალი ვერსია Peaky Blinders-ის პირველი სეზონის საუნდტრეკი იყო, მომდევნო სეზონებში კი სიმღერა სერიალისთვის სხვადასხვა მუსიკოსმა დააქავერა, მათ შორის არიან: Arctic Monkeys, PJ Harvey, Iggy Pop და ჯარვის კოკერი. 

ვეტერანმა არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშად აღიარებული Doggystyle-ით დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული