Thumbnail

ბილი აილიში: დრო აღარ ითმენს, გადავარჩინოთ პლანეტა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით წამოწყებულ კამპანიას შეუერთდა. მან ცნობილ მსახიობ ვუდი ჰარელსონთან ერთად ვიდეო სათაურით Our House is on Fire გაავრცელა.

► ბილი აილიში: Rihanna-ს შევხვდებოდი, მაგრამ არ მინდა, შევაწუხო

► ნახეთ: ბილი აილიშის Bad Guy-ს სკა პანკ ვერსია გავრცელდა

► Game of Thrones-ის კომპოზიტორი რამინ ჯავადი: ბილი აილიშის დიდი თაყვანისმცემელი ვარ

"გლობალური დათბობის გამო ოკეანეებში წყლის დონე მატულობს. ტემპერატურის რადიკალური ცვლილება მილიონობით ცოცხალ ორგანიზმს ანადგურებს. ამის შესაცვლელად ყველა უნდა გავერთიანდეთ. ძალა სწორედ ხალხშია და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. დრო აღარ ითმენს, გადავარჩინოთ პლანეტა", - საუბრობენ ვუდი და ბილი ვიდეოში.

#ClimateEmergency

Posted by Billie Eilish on Saturday, September 28, 2019

 

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული