Thumbnail

ნახეთ: Depeche Mode-ზე გადაღებული ფილმის SPIRITS in the Forest თრეილერი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Depeche Mode ახალ დოკუმენტურ ფილმს SPIRITS in the Forest გამოუშვებს. ნამუშევარში ბენდის 2017-18 წლის ტურნეს Global Spirit Tour უკანასკნელი კონცერტების ვიდეომასალა შევა, ასევე, კოლექტივის 6 თაყვანისმცემლის ემოციური ისტორიები იქნება მოთხრობილი. სურათს მსოფლიო კინოთეატრებში, მათ შორის საქართველოში, მხოლოდ ერთ დღეს, 21 ნოემბერს აჩვენებენ.

► ნახეთ: Charli XCX-მა Depeche Mode-ისა და Icona Pop-ის სიმღერების მიქსი შეასრულა

ფილმი რეჟისორმა ანტონ კორბეინმა კომპანია Sony Music Entertainment-თან და BBH Entertainment-თან თანამშრომლობით გადაიღო. კოლექტივმა დღეს სურათის თრეილერი გაავრცელა.

Depeche Mode ინგლისის ქალაქ ბაზილდონში 1980 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს საყოველთაო პოპულარობა 1990 წელს გამოშვებულმა ალბომმა Violator მოუტანა. კარიერის განმავლობაში ბენდმა 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა Q-მ "დეფეშ მოუდი" იმ 50 კოლექტივს შორის შეიყვანა, რომელთაც მსოფლიო შეცვალეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული