Thumbnail

ნახეთ: Wiz Khalifa-მ Snoop Dogg-ის პატივსაცემად ტატუები დაიხატა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კამერონ თომასმა, ფსევდონიმით Wiz Khalifa, მისი ლეგენდარული კოლეგის, Snoop Dogg-ის პატივსაცემად ახალი ტატუები დაიხატა. ახალგაზრდა რეპერმა სხეულზე სნუპის სახე და მისი სადებიუტო ალბომის Doggystyle გარეკანი ამოისვირინგა, რომელიც ჟანრის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია. ქალიფამ ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

► მოუსმინეთ: Wiz Khalifa - Tequila Shots In The AM | Just Wanna Be Famous 

► Wiz Khalifa ახალ სერიალში Dickinson სიკვდილს განასახიერებს  

► მოუსმინეთ: Wiz Khalifa - Never Lie Ft. Moneybagg Yo 

სნუპ დოგი ვიზ ქალიფას მთავარი მენტორი და ახლო მეგობარია. კარიერის განმავლობაში კოლეგების გზა არაერთხელ გადაიკვეთა. 2012 წელს რეპერებმა კომედიური ჟანრის ფილმში Mac & Devin Go to High School ითამაშეს და კინოსურათის საუნდტრეკების ალბომზეც ითანამშრომლეს, რომელმაც ოქროს სტატუსი მალევე მოიპოვა. ბრუნო მარსის მონაწილეობით შექმნილმა სინგლმა Young, Wild & Free იუთუბზე ნახევარ მილიარდამდე ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული