Thumbnail

ნახეთ: Snoop Dogg-მა Tekashi 6ix9ine-ს მიმი მიუძღვნა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ვეტერანმა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კელვინ ბროდუსმა, ფსევდონიმით Snoop Dogg, სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფ პოპულარულ რეპერს, Tekashi 6ix9ine-ს კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა. სნუპმა ცნობილი ანიმაციური ფილმის Lilo & Stitch პოსტერი გააზიარა, რომელშიც პერსონაჟ სტიჩის ნაცვლად ტეკაშია ჩასმული, Stitch-ის ნაცვლად კი Snitch წერია, რაც ჩამშვებს ნიშნავს.

► ნახეთ: Snoop Dogg-მა 6ix9ine-ს ინსტაგრამზე ემოჯები მიუძღვნა

► The Game ტეკაშიზე: მეცოდება ეს ბავშვი

View this post on Instagram

🙅🏾‍♂️🐀🤣

A post shared by snoopdogg (@snoopdogg) on

ცოტა ხნის წინ სნუპი სოციალურ ქსელში ტეკაშის სასამართლო პროცესსაც გამოეხმაურა. მან არტისტს ვირთხის, სამართალდამცველის, პოლიციის მანქანისა და მოსამართლის ემოჯები მიუძღვნა.

შეგახსენებთ, რომ ნიუ იორკის სასამართლოში სიქსნაინის სამდღიან დაკითხვაზე, რეპერმა კრიმინალური დაჯგუფების Nine Trey Bloods წევრებისა და ჰიპ ჰოპ არტისტების, Cardi B-ისა და Trippie Redd-ის წინააღმდეგ ჩვენებები მისცა. 

► 6ix9ine-მა სასამართლოში განაცხადა, რომ Trippie Redd-იც კრიმინალური დაჯგუფების წევრია

► ტეკაში: Cardi B-ც კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან სასჯელის ვადის შემცირების იმედით იანვარში სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Blood არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მრავალი ჰიპ ჰოპ არტისტი მას "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებდა. რეპერს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, ამიტომაც ის ციხიდან მოწმეთა დასაცავად განკუთვნილ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავდაპირველად არტისტს 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდების გათვალისწინებით, თუმცა, საპროცესო შეთანხმების წყალობით, სასჯელის ვადა მას მნიშვნელოვნად შეუმცირდება. ტეკაშის განაჩენი 2020 წლის 23 იანვარს გამოცხადდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული