Thumbnail

ბილი აილიში: Rihanna-ს შევხვდებოდი, მაგრამ არ მინდა, შევაწუხო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბილი აილიშმა ჰოლივუდში გამართული კონცერტის შემდეგ, სატელევიზიო პროგრამა Extra TV-ს ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტის კითხვას, აქვს თუ არა რომელიმე ცნობილ მუსიკოსთან შეხვედრის სურვილი, ბილიმ უპასუხა, რომ მისი კერპი რიანაა, თუმცა, ბარბადოსელის შეწუხება არ სურს.

► ნახეთ: ბილი აილიში ქართველი დიზაინერის სათვალით

► ნახეთ: ბილი აილიშმა განმარტა, რის შესახებაა სიმღერა Bad Guy

► ბილი აილიში: 18 წლის რომ გავხდები, ალბათ, სხეულის გამოჩენის სურვილი გამიჩნდება

"მადლობელი ვარ, რომ მკითხეთ, ვისთან მსურს შეხვედრა და არა ის, ვისთან ვითანამშრომლებდი, რადგან ყველა ამას მეკითხება. ვის მინდა, შევხვდე? რიანას. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი თავადაც ექნება. იცით, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არც კი გამჩენია სურვილი, ჩემს კერპებს შევხვედროდი, რადგან არ მსურდა, ისინი შემეწუხებინა", - აღნიშნა ბილიმ. წამყვანის კომენტარზე - "დარწმუნებული ვარ, რიანა თავადაც დიდი სიამოვნებით შეგხვდება", - აილიშმა უპასუხა - "მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არაა".

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული