Thumbnail

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ Tekashi 6ix9ine კარიერის გაგრძელებას აპირებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პატიმრობაში მყოფი ჰიპ ჰოპ არტისტი, Tekashi 6ix9ine მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვას არ აპირებს. გამოცემა TMZ-ის ცნობით, რეპერი გეგმავს, რომ, საფრთხის მიუხედავად, გათავისუფლების შემდეგ მუსიკალური მოღვაწეობა გააგრძელოს და პირადი დაცვა აიყვანოს, რომელიც მასთან 24 საათის განმავლობაში იქნება.

► Tekashi 6ix9ine-ს შესაძლოა, ტატუების მოშორება მოუწიოს

► Tekashi 6ix9ine-ის შესახებ დოკუმენტური ფილმი გავრცელდება

► The Game ტეკაშიზე: მეცოდება ეს ბავშვი

მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, მას საკუთარი თავის შესანიღბად გარკვეული ზომები უნდა მიეღო, მათ შორის დაესრულებინა კარიერა და ტატუები მოეშორებინა. სიქსნაინი პირადი მცველების აყვანას საკუთარი ოჯახის წევრებისთვისაც აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ტეკაშიმ ახლახან ნიუ იორკის სასამართლოში, გამოძიებასთან თანამშრომლობის ფარგლებში, კრიმინალური დაჯგუფების Nine Trey Bloods წევრებისა და ჰიპ ჰოპ არტისტების, Cardi B-ისა და Trippie Redd-ის წინააღმდეგ ჩვენებები მისცა. მუსიკოსის ვარაუდით, მას 2020 წელს გაათავისუფლებენ.

► 6ix9ine-მა სასამართლოში განაცხადა, რომ Trippie Redd კრიმინალური დაჯგუფების წევრია

► ტეკაში: Cardi B-ც კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან სასჯელის ვადის შემცირების იმედით იანვარში სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მრავალი ჰიპ ჰოპ არტისტი მას "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებდა. რეპერს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, ამიტომაც ის ციხიდან მოწმეთა დასაცავად განკუთვნილ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავდაპირველად არტისტს 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდების გათვალისწინებით, თუმცა, საპროცესო შეთანხმების წყალობით, სასჯელის ვადა მას მნიშვნელოვნად შეუმცირდება. ტეკაშის განაჩენი 2020 წლის 23 იანვარს გამოცხადდება.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული