Thumbnail

ჯენიფერ ლოპესი და შაკირა Super Bowl 2020-ის შოუზე იმღერებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპვარსკვლავები ჯენიფერ ლოპესი და შაკირა აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ფარგლებში, ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართულ შოუში მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიება მაიამიში, Hard Rock Stadium-ზე 2 თებერვალს გაიმართება. ეს არტისტების პირველი ერთობლივი გამოსვლა იქნება.

► ჯენიფერ ლოპესი: 50 წლის ასაკი საუკეთესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში

► ნახეთ: შაკირამ და ალეხანდრო სანსმა კომპოზიცია La Tortura შეასრულეს

"ორი შესანიშნავი მომღერალი შექმნის ახალ პრეცედენტს - ვნახავთ, როგორი სახე შეიძლება, მიიღოს ამ შოუმ. დარწმუნებულები ვართ, რომ წლების განმავლობაში ყველაზე განსაცვიფრებელი პერფორმანსი იქნება", - განაცხადა ღონისძიების ოფიციალური სპონსორის, Pepsi-ს მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ინფორმაცია თავად მუსიკოსებმა ტვიტერის საშუალებით დაასტურეს:

"მოემზადეთ. 02.02.20", - დაწერა შაკირამ და ჯეილოს ფოტო გააზიარა.

"ეს მოხდება. 02.02.20", - დაურთო შაკირას ფოტოს ჯენიფერმა. 

Super Bowl-ის შოუზე სხვადასხვა დროს ისეთი არტისტები გამოსულან, როგორებიც არიან: პოლ მაკკარტნი, ბიონსე, მადონა, პრინსი, ჯასტინ ტიმბერლეიკი და სხვები. 

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. შარშან გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

შაკირამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო და დღეს ის ლათინოამერიკული პოპ სცენის მთავარ წარმომადგენლად ითვლება. სამი გრემის მფლობელ ვარსკვლავს კარიერის განმავლობაში 140 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Whenever, Wherever და Hips Don't Lie მოუტანა. 2012 და 2015 წლებში ჟურნალმა Forbes შემსრულებელი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დაასახელა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული