Thumbnail

ვეტერანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კიმბერლი ჯონსმა, ფსევდონიმით Lil' Kim, ახალი კომპოზიცია გამოაქვეყნა. ბრუკლინელი რეპერის ჩანაწერში მისი ახალგაზრდა კოლეგა O.T. Genasis და დუეტი City Girls მონაწილეობენ. ტრეკი ლილ კიმის მომავალი ალბომის ერთ-ერთი სინგლია. ახალი სტუდიური ნამუშევრის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

► ნახეთ: Lil' Kim - Go Awff 


ლილ კიმმა მუსიკალური მოღვაწეობა 1994 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში ის ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, The Notorious B.I.G.-იმ აღმოაჩინა და საკუთარ ჯგუფში Junior M.A.F.I.A. გააწევრიანა. შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 15 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. ლილ კიმმა 2002 წელს კომპოზიციაში Lady Marmalade მონაწილეობისთვის გრემის ჯილდო დაიმსახურა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული