Thumbnail

ნახეთ: სელინ დიონი კომპოზიციაზე Imperfections გადაღებულ კლიპს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელმა პოპვარსკვლავმა, სელინ დიონმა ახალ კომპოზიციაზე Imperfections გადაღებული კლიპი გაავრცელა. შავ-თეთრ ვიდეორგოლში არტისტი სახიდან ნელ-ნელა მაკიაჟს იშორებს. სინგლი მუსიკოსის მომავალ ალბომში Courage იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 15 ნოემბერს ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: სელინ დიონი ახალ სიმღერებს Courage, Imperfections და Lying Down ავრცელებს

► სელინ დიონი დრეიქს: ძალიან გთხოვ, ჩემი სახე არ ამოისვირინგო

► სელინ დიონი: სხვის დასანახად კი არა, საკუთარი თავისთვის ვიცვამ

მომღერალმა კომპოზიცია 18 სექტემბერს გაავრცელა კიდევ ორ ტრეკთან Courage და Lying Down-თან ერთად. 

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული