Thumbnail

ნახეთ: Maxo Kream ახალ ფრისტაილში 6ix9ine-ს დისავს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიუსტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ემეკვანე ბიოსა, სასცენო სახელით Maxo Kream, ლოს ანჯელესში მდებარე რადიოსადგურს 106 Power ესტუმრა. სამხრეთელმა რეპერმა გადაცემაში The L.A. Leakers ფრისტაილი წაიკითხა. რეჩიტატივის მიწურულს მექსომ პატიმრობაში მყოფი ნიუ იორკელი კოლეგა Tekashi 6ix9ine გადისა.

► მოუსმინეთ: Maxo Kream სადებიუტო ალბომს Brandon Banks ავრცელებს 

► ნახეთ: Maxo Kream - Still 

► 6ix9ine: არავის ჩაშვება არ მსურდა

"მე ვერ შევძლებდი ვინმეს ჩაშვებას, როგორც ეს ტეკაშიმ გააკეთა", - ამბობს არტისტი.

მექსომ მუსიკალური კარიერა 2012 წელს დაიწყო. რეპერი არჩევანს ჰიპ ჰოპის ქვემიმდინარეობაზე, დრილზე აკეთებს. ჰიუსტონელი არტისტი უკვე რამდენიმე წელია, იატაკქვეშეთში პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, ის ფართო საზოგადოებამ 2018 წლის სტუდიური ჩანაწერით Punken გაიცნო. შემსრულებლის ცნობილი კომპოზიციებია: Grannies, G3, ROACHES, FETTI, Big Homies, Meet Again და სხვა. 2019 წელს რეპერმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Brandon Banks ჩაუშვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული