Thumbnail

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქესველ სენიორმა, ფსევდონიმით Casanova, ახალი კომპოზიცია Live და მასზე გადაღებული შავ-თეთრი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკში ბრუკლინელი რეპერის ბრიტანელი კოლეგა Giggs მონაწილეობს. ჩანაწერი ქაზანოვას მომავალი ალბომის Behind These Scars სინგლია.

► ნახეთ: 50 Cent, 6ix9ine, Uncle Murda, Casanova - Get the Strap 

► მოუსმინეთ: DJ Premier - WUT U SAID? Feat. Casanova  

ბრუკლინელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი დისკოგრაფია ოფიციალურ მიქსტეიპსა და EP-ის აერთიანებს. 2017 წლიდან მუსიკოსი მისი ლეგენდარული კოლეგის, ჯეი ზის ლეიბლის Roc Nation წევრია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული