Thumbnail

ნახეთ: ახალი ჰიპ ჰოპ რეალითი შოუს Rhythm + Flow თრეილერი გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პლატფორმა Netflix-მა ახალი ჰიპ ჰოპ რეალითი შოუს Rhythm + Flow თრეილერი გაავრცელა. გადაცემაში ერთმანეთს ნიუ იორკში, ლოს ანჯელესში, ჩიკაგოსა და ატლანტაში მცხოვრები ადამიანები შეეჯიბრებიან, რომლებიც თავიანთ ჰიპ ჰოპ ტალანტს გამოავლენენ.

10-ეპიზოდიანი რეალითი შოუ 9 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბერს დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში მაყურებელი იხილავს კასტინგებს, რეპ ბეთლებს, საიფერებსა და ვიდეორგოლებს. ჟიურის წევრები ჰიპ ჰოპ არტისტები Cardi B და Chance The Rapper, ასევე, თრეფის ერთ-ერთი პიონერი T.I. იქნებიან. გადაცემაში ისეთი ცნობილი მუსიკოსების გამოჩნდებიან, როგორებიც არიან: DJ Khaled, Quavo, Miguel, Snoop Dogg, Ty Dolla Sign და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული