Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. KHIDI: Taapion Records-ის ღამე

4 ოქტომბერი (პარასკევი)

4 ოქტომბერს კლუბი "ხიდი" ცნობილი ლეიბლის,Taapion-ის ღამეს უმასპინძლებს. ღონისძიებაზე მისული მსმენელების წინაშე ფრანგი დიჯეი და პროდიუსერი Shlømo, ლეიბლის გამორჩეული წევრი Hadone და ქართველი მუსიკოსები Greenbeam & Leon წარდგებიან. G2-ში კი გერმანელი არტისტი TRP და Sevda დაუკრავენ. 

4. BASSIANI / HOROOM: "ბასიანის" 5 წლის იუბილე

4 ოქტომბერი (პარასკევი)

4 ოქტომბერს კლუბი "ბასიანი" ხუთი წლის იუბილეზე გერმანელ დიჯეისა და პროდიუსერს, VRIL-ს მასპინძლობს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე იტალიური ტექნო დუეტი Dadub, ასევე ქართველი დიჯეები Kancheli, Ndrx, Newa და Zitto წარდგებიან. "ჰორუმის" სცენას კი Hamatsuki, HVL, Ninasupsa, Kvanchi და Mercurrio დაიკავებენ. 

3. Elektrowerk: ჯგუფ Vader-ის კონცერტი

5 ოქტომბერი (შაბათი)

5 ოქტომბერს არტ ჰაბ Elektrowerk-ში კონცერტს პოლონური დეს მეტალ კოლექტივი Vader გამართავს. მუსიკოსები თბილისს თავის თანამემამულე ინდასტრიალ მეტალ ჯგუფთან, Thy Disease-თან ერთად ეწვევიან. ღონისძიებაზე მისული მსმენელების წინაშე ასევე ქართული პროგრესივ მეტალ ბენდი Angel of Disease წარდგება.

2. Fall Set: Worakls | Joachim Pastor

5 ოქტომბერი (შაბათი)

5 ოქტომბერს Fall Set მე-7 პავილიონში ფრანგ პროდიუსერს, Worakls-ს უმასპინძლებს. მუსიკოსი საქართველოს სადებიუტო სოლო ალბომის Orchestra მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა და მსმენელთა წინაშე თბილისის სიმფონიური ორკესტრთან ერთად წარდგება. მის გარდა სცენას Hungry Music-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ფრანგი არტისტი Joachim Pastor, ასევე, ქართველი დიჯეები L8 და Endorphins დაიკავებენ.

1. The Black Marrows-ის კონცერტი "ათონელში"

6 ოქტომბერი (კვირა)

6 ოქტომბერს ბარ "ათონელში" კონცერტს ქართული როკ ჯგუფი The Black Marrows გამართავს. კოლექტივი თბილისში 2014 წელს ჩამოყალიბდა, ერთ წელიწადში კი სადებიუტო ალბომი Hurricane გამოსცა. ბენდში ამჟამად სამი წევრია: აჩი კევლიშვილი, გიორგი მარი და გოგა კაკულია. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული