Thumbnail

ბუდაპეშტის სტადიონზე Rammstein-ის სიმღერა მთელი ღამე ვერ გათიშეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის მაცხოვრებლებმა პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, რაც ხმაურის გამო ღამით დასვენება ვერ შეძლეს. საქმე იმაშია, რომ საფეხბურთო სტადიონზე Puskás Aréna, რომლის რეკონსტრუქციაც ამჟამად მიმდინარეობს, ხმის შესამოწმებლად ცნობილი გერმანული ჯგუფის, Rammstein-ის კომპოზიცია Deutschland ჩართეს. თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო, სიმღერა მთელი ღამის განმავლობაში ვერ გათიშეს. 

 ნახეთ: Rammstein-ის ფრონტმენმა, ტილ ლინდემანმა ახალი კლიპი Steh Auf გაავრცელა

"სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო სტადიონზე მთელი ღამის განმავლობაში მუსიკა ისმოდა, რამაც ადგილობრივი მაცხოვრებლები შეაწუხა. შესაბამისი ზომები უკვე მივიღეთ, რათა მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს. ბოდიშს გიხდით ამ დისკომფორტის გამო", - წერია არენის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სიმღერა Deutschland ბენდისვე სახელწოდების მქონე ალბომში არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის მაისში ჩაეშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული