Thumbnail

ტომ იორკი: ყოფილი ცოლის გარდაცვალების შემდეგ უმძიმესი პერიოდი მქონდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ტომ იორკმა რადიოსადგურ BBC Radio 4-ის გადაცემაში Desert Island Discs სტუმრობისას ყოფილი ცოლის, რეიჩელ ოუენის გარდაცვალების შემდგომ სირთულეებზე ისაუბრა. 48 წლის რეიჩელი 2016 წელს სიმსივნემ იმსხვერპლა. მანამდე, 2015 წელს ის და ტომი 23-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. 

► ტომ იორკი: დამირეკეს და საცეკვაო გადაცემაში მონაწილეობა შემომთავაზეს, გავოცდი

► მოუსმინეთ: ტომ იორკი ახალ კომპოზიციას Daily Battles ავრცელებს

► მოუსმინეთ: ტომ იორკმა ახალი ჩანაწერი Not the News Rmx EP გამოსცა

"ჩვენს შვილებს დედობას ვერ ვუწევ, მაგრამ კარგად ვართ. ორივეთი ვამაყობ. ისინი არაჩვეულებრივები არიან. როდესაც ბავშვების დედა გარდაიცვალა, უმძიმესი პერიოდი გვქონდა. ძალიან გვიჭირდა. ერთადერთი, რაც მინდოდა ის იყო, რომ ამ მდგომარეობიდან ნორმალურად გამოსვლა მოგვეხერხებინა. იღბლიანი ვარ, რადგან მყავს ახალი მეგობარი გოგონა, რომელმაც ცხოვრებაში სინათლე შემოიტანა და გამაძლიერა. და მართლა - ყველაფერი კარგადაა, თუ ისევ შემიძლია ისეთი მუსიკის შექმნა, რომელიც ხალხს მოსწონს და მათთვის მნიშვნელოვანია, სხვას არც არაფერს ვითხოვ", - განაცხადა მუსიკოსმა.

ტომ იორკმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს დაიწყო. ის ლეგენდარული ჯგუფის, Radiohead-ის ფრონტმენია. მუსიკოსს ბენდთან ერთად გრემის პრესტიჟული ჯილდო 6-ჯერ აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone არტისტი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორისაც დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული