Thumbnail

კიმ კარდაშიანი: 14 წლის ასაკში 2Pac-ის კლიპში გადამიღეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ქანიე ვესთის ცოლმა, ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა ჯონათან ჩებანის პოდკასტში Foodgod სტუმრობისას გაიხსენა, რომ 1994 წელს ეპოქალური რეპერის, 2Pac-ის კლიპში გადაიღეს. კიმის თქმით, მაშინ არასრულწლოვანი იყო, თუმცა, გადასაღებ მოედანზე მოსახვედრად იცრუა.

► ნახეთ: 2Pac-ის დღემდე გამოუქვეყნებელი ინტერვიუ გავრცელდა

► კიმ კარდაშიანი: ქანიემ მის ახალ რანჩოში რომ მიმიყვანა, შიშისგან გული გამისკდა

"14 წლის ასაკში 2Pac-ის ვიდეორგოლში მოვხვდი. გადასაღებ მოედანზე დასთან, კორტნისთან ერთად მივედი. მოვიტყუეთ, რომ 18 წლისები ვიყავით. მე მართლა ამ ასაკის შეხედულება მქონდა. არც კი ვიცოდი, ზუსტად რას იღებდნენ. მგონი, რაღაც საუნდტრეკი იყო. თუფაქი გადაღებებზე არ ყოფილა. ეს კადრები არც კი მინახავს. უბრალოდ, მოდელებივით გავიარეთ", - გაიხსენა კიმმა.  

ინტერნეტმომხმარებლებმა კიმი რეპერის კლიპში All About U გადაღებულ გოგონას მიამსგავსეს.

"ეს მე არ ვარ", - განაცხადა კიმმა მოგვიანებით.

თუფაქი ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად მიიჩნევა. ემინემის კვალდაკვალ, მუსიკოსი რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი რეპერია. 1996 წლის 7 სექტემბერს არტისტი ლას ვეგასში, მანქანაში ჩაცხრილეს. 13 სექტემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაული კი დღემდე გაუხსნელია. 2017 წელს შემსრულებელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული