Thumbnail

მოუსმინეთ: დუეტმა Eko & Vinda Folio სადებიუტო ალბომი "თერაპია" გამოუშვა

ქართველი არტისტების, ერეკლე დეისაძისა და თემურ ეზუგბაიას პოსტ პანკ პროექტმა Eko & Vinda Folio სადებიუტო ალბომი "თერაპია" გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი, რომელიც ფრანგულ ლეიბლზე Talitres გამოიცა, 10 კომპოზიციას აერთიანებს.

1. თერაპია
2. უსასრულოდ
3. მშვიდ სიარულს
4. სადღაც შორს 
5. ნისლიანი
6. ემოციურ ტყვეობას
7. მე როგორც ბგერა
8. ფიქრები გამჭირვალე
9. ის იყო ყველა
10. აგურით ხელში II

28 ნოემბრიდან მუსიკოსები ტურნეში გაემგზავრებიან, რომლის ფარგლებშიც კონცერტებს ლიონში, პარიზში, ნანტსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში გამართავენ. 

სტუდიური ჩანაწერის პირველ კომპოზიციაზე "თერაპია" გადაღებული ვიდეოკლიპი, რომლის რეჟისორი თავად ვინდა ფოლიოა, მიმდინარე წლის აგვისტოში გავრცელდა.

Eko & Vinda Folio ერეკლე დეისაძემ და თემურ ეზუგბაიამ 2012 წელს ჩამოაყალიბეს. დუეტის სადებიუტო ნამუშევარი კომპოზიციის "სისტემა უნდა დაინგრეს" ალტერნატიული ვერსია იყო. არტისტებმა 2016 წლის ნოემბერში ფრანგულ ლეიბლზე Talitres ორსინგლიანი ჩანაწერი გამოსცეს, რომელშიც ტრეკები "შენ ანათებ" და "აგურით ხელში" შევიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული